LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა სოფელ დუისში – მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელი მოკლა

პანკისში, სოფელ დუისში ე.წ. “ხეხილების” ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.

მოკლულია დაახლოებით 40 წლის, იბრაჰიმ ქავთარაშვილი.

მკვლელობას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.

სავარაუდო ბრალდებული მოკლულის თანასოფლელი და მისივე მეზობელია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.