LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო

მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.

ამის შესახებ ინფორმაცია სათხილამურო კურორტ გუდაურის გვერდზე გავრცელდა.

მათივე ცნობით, საბაგიროები 17:00 საათამდე იმუშავებენ.

„მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები: გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო ჩაირთო და იმუშავებს 17:00 საათამდე. მგზავრობა უფასოა. მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა-40 წუთი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.