LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაან თავაწეული შევდივარ პარლამენტში, 17 მანდატია საჭირო, 1 დღით მაინც შემოვიდეს ოპოზიცია: ელისაშვილი ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმაზე

პარტია “მოქალაქეების ლიდერი”, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლის არ რცხვენია, რადგან ხელმოწერილი მემორანდუმით მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებების განხორციელებაა შესაძლებელი.

ძაან თავაწეული შევდივარ პარლამენტში და ძალიან პირნათელი ვარ მთელი ქვეყნის წინაშე და ხალხის წინაშე, იმიტომ, რომ… უბრალოდ კი არ შევდივარ, აი, კიდევ ერთხელ გეტყვით, ხელში მიჭირავს მემორანდუმი და, ასევე, არ დაივიწყოთ, რომ 4 პოლიტპატიმარი არის გამოშვებული იმ 5-კაციანი სიიდან:.- განაცხადა ელისაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

თუ “ოცნება” გადაგვაგდებს პარლამენტიდან გამოვალთ: ლევან იოსელიანი

კითხვაზე, რა აზრი აქვს ამ მემორანდუმს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 113 ხმა არის საჭირო, პარლამენტში კი ამდენი დეპუტატი არ არის, ის ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში 1 დღით უნდა შევიდეს.

“შემოვიდეს ოპოზიცია, ერთი დღით მაინც შემოვიდეს, როცა ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება. 113 ხმა არის საჭირო, 17 მანდატი არის უკვე დამატებით საჭირო. ერთი დღით შემოვიდეს და ეს შეიცვლება”. – თქვა ელისაშვილმა.

არ შევუშინდით ბულინგს და წნეხს, ჩვენ წავედით დინების წინააღმდეგ – რას მოუწოდებს პარლამენტში შესული იოსელიანი ოპოზიციის წევრებს