პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ თებერვლის ბოლომდე საქართველო „ფაიზერისგან“ ვაქცინას მიიღებს. საკითხზე განმარტებებს აკეთებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, 31 იანვარს ან პირველ თებერვალს გახდება ცნობილი, ზუსტად რა რაოდენობის ვაქცინას მიიღებს თებერვლის ბოლოს საქართველო „ფაიზერისგან“.
პრემიერი: Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა
„დადასტურდა, რომ საქართველო თებერვლის განმავლობაში მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას. დოზების რაოდენობა დაზუსტებით გვეცოდინება ხვალ ან ზეგ, წერილი იქნება. ეს იყო მხოლოდ შეტყობინება, რომ საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება.
გეგმის თანახმად, აიცრება სამედიცინო პერსონალი. ჩემი ინფორმაციით, დაახლოებითი დოზა იქნება 30 ათასამდე“. – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
