LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანატრი გასეირნება – ქეთა თოფურია შვილთან ერთად სეირნობის ფოტოს აქვეყნებს

21 იანვარს ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა. ლევ დენგოვმა და ქეთამ შვილს ადამი დაარქვეს. ქეთამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შვილი განსაკუთრებლ დღეს, 21 იანვარს, 2021 წელს და 21-ე საუკუნეში დაიბადა.

ქეთას ვაჟი ჯერ ერთი თვისაც არაა, თუმცა დედამ მისი სასეირნოდ წაყვანა უკვე გადაწყვიტა.

„ნანატრი გასეირნება“, – წერს ქეთა სოციალურ ქსელში და შვილთან ერთად პირველი გასეირნების ფოტოს აქვეყნებს.

ქეთას პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, ოლივია, რომელიც უკვე ხუთი წლისაა.