LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტუაცია საკმაოდ გართულდა და მძიმეა, თუმცა ჯერ ცოცხალია – თემურ წიკლაურის შვილიშვილი

თემურ წიკლაურის შვილიშვილი, ანდრო გოგიბედაშვილი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცნობილი ქართველი მომღერალი გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ეხმაურება

„მეგობრებო, როგორც გავიგე, ისევ იწერება ინტერნეტში ბაბუაჩემის გარდაიცვალების შესახებ. სიტუაცია საკმაოდ გართულდა და მძიმეა, თუმცა ჯერ ცოცხალია“, – წერს ანდრო გოგიბედაშვილი.

თემურ წიკლაური გორისსამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. დღეს უკვე მეორედ  გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალი გარდაიცვალა.

თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა:„პირადად გაცნობებთ საქმე როგორ შემოტრიალდა, სასიკეთოდ თუ სხვაგვარად“…