ქეით მიდლტონი ვიდეოზარით ამჯერად ნორფოლკის სკოლის პედაგოგებს დაუკავშირდა. კემბრიჯის ჰერცოგინიამ რამდენიმე მასწავლებელღთან გასაუბრება მოაწყო და მათ დისტანციური სწავლების მთავარ გამოწვევებზე ესაუბრა. მიდლტონმა აღიარა, რომ ახლა უფრო დააფასა ის შრომა, რასაც მასწავლებლები ბავშვების განათლებაში დებენ.
მიდლტონი ონლაინრეჟიმში ამნერ-ჰოლის რეზიდენციიდან ჩაერთო. ის ულამაზეს პიჯაკში იყო გამოწყობილი, რომელიც „რებეკა ტეილორს“ ეკუთვნის და რომლის ღირებულებაც 110 დოლარია. სხვათა შორის, ეს პიჯაკი სულაც არაა ახალი, ის მიდლტონს პირველად 2017 წელს ეცვა.



