დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეგობრული და თავისუფლებისმოყვარე მერწყულის, მთვარე კი, აქტიური და მებრძოლი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
თუ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ ფინანსურ სარგებელსა და თავისუფლებას შორის, აუცილებლად თავისუფლება აირჩიეთ და ნუ დაგენანებათ დაკარგული მოგება.
მოერიდეთ რისკს და ავანტიურულ მოქმედებას,
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ფინანსური ოპერაციების განსახორცილებლად, ახალი კომპანიის, ფირმის დაარსებისა და ახალი საქმის დასაწყებად, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება,
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.
