LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს გარდაცვილი ახალგაზრდა მსახიობი, ჩედვიკ ბოუზმანი პრესტიჟული დაჯილდოვების 4 ნომინაციაზე წარადგინეს

ცოტა ხნის წინ მსახიობთა გილდიამ წლის საუკეთესო ფილმებსა და მსახიობებს შორის ნომინანტები დაასახელეს. სხვათა შორის წელს დაჯილდოვება აპრილში, „გრემის“ პარალელურად ჩატარდება.

ნომინაციებს შორის ბევრი „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებული ფილმია, მთავარი სენსაცია კი მაინც ნომინანტებს შორის ჩედვიკ ბოუზმანის გამოჩენა იყო. გასულ წელს სიმსივნით გარდაცვილი მსახიობი ერთდროულად 4 ნომინაციაში წარადგინეს. მათ შორის კაცის როლის აუკეთესო შესრულებისთვის ფილმებიდან „მა რეინი: ბლუზის დედოფალი“ და „ხუთივე ერთი სისხლის“ . გარდა ამისა, ორივე ეს ფილმი საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვისაა ნომინირებული.

შეგახსენებთ, რომ ჩედვიკ ბოუზმანი გასულ წელს, 43 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.