„ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ ნიკა მელია პარლამენტს აუცილებლად დაამშვენებდა.
ჟურნალისტებტან საუბარში ფრიდონ ინჯიამ განმარტა, რატომ შეიკავა თავი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებისთვის ხმის მიცემისგან.
“ნიკა მელია დააკლდა პარლამენტს და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ნიკა მელიას გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო და შეუძლია ჯერ კიდევ პარლამენტში მისი ყოფნით. ის დაამშვენებდა პარლამენტს”, – განაცხადა ინჯიამ.
ასეთი შეხედულების მიუხედავად ინჯია ამბობს, რომ ნიკა მელია ახლა „სხვის თამაშს თამაშობს.”
“მე კარგად ვიცი და კარგად არის დალაგებული ჩემს თავში, როგორ დაიწყო გავრილოვი, შემდეგ ის ღამე, შემდეგ გმირი გაფრინდაშვილი, შემდეგ არჩევნები, მერე დაყოფა და დაშლა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების, შემდეგ მცდელობა მათი რეანიმაციის და დავამთავროთ გინდაც ჯაფარიძის კაფე-ბარებით – ეს ერთი თამაშია, ერთი სცენარია.” – განაცხადა ინჯიამ.
ცნობისთვის, პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. მისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ხმის მიცემისგან მხოლოდ 2-მა დეპუტატმა შეიკავა თავი.
ვინ შეიკავა თავი და ვინ არ მისცა ხმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას
