LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ”ისწავლე და დასაქმდი” რეგისტრაცია იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა ”ისწავლე და დასაქმდის” ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები ხორციელდება.

დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცხადდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. სწავლა მიმდინარე წლის პირველ მარტს დაიწყება.

პროგრამაში ჩართვის აუცილებელი მოთხოვნებია:

• ასაკი მინიმუმ 18 წელი;
• ქ. თბილისში რეგისტრაცია;
• საბაზო განათლება;

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს – www.dasakmdi.ge