LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორენა ბეგაშვილი: „ბავშვს ვკითხე, რა არის მისი საყვარელი საჭმელი და მიპასუხა, მწვანე ხახვი და მარილიო…“

შორენა ბეგაშვილს „შორენას ეფექტში“ მრავალშვილიანი დედა ესტუმრა. მას ტელეწამყვანმა და მისმა გუნდმა საოცარი გარდასახვა შესთავაზეს, მანამდე კი გადაცემის წამყვანი ღარიბულ სახლში ბავშვებს ესტუმრა და მათთან ერთი დღე გაატარა.

მოგვიანებით შორენამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არასდროს დაავიწყდება ერთი პატარას მიერ ნათქვამი სიტყვები, თუ რა არის მისი საყვარელი საჭმელი:

„ის დღე, რომელიც ამ ბავშვებთან გავატარე, დაუვიწყარი იყო. გული დაგეწვებათ, ისეთი სიხარულით სავსე გულები აქვთ❤შენი საყვარელი საჭმელი – მწვანე ხახვი და მარილი – ხუთი წლის ბავშვის პასუხი☹️თუ ვინმეს გაქვთ დახმარების, სურვილი, მოგვწერეთ“.