LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთის ცენტრში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ოზურგეთის ცენტრში სუპერმარკეტი “მოდერნი” დააყაჩაღეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შემთხვევა დღეს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტში ნიღბიანი პირი შეიჭრა და დანის მუქარით, მოლარე-ოპერატორისგან 1000 ლარამდე თანხა წაიღო.