LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 307 ტესტიდან 355 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 355 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თებერვლიდან დღემდე 272617-ია.

გამოჯანმრთელდა კიდევ  91 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 26634 შეადგინა.

დღეის მონაცემებით, კორონავირუსის ინფექციას ქვეყანაში 4 ადამიანი ემსხვერპლა და COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 3567-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 19737 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12307, PCR ტესტით – 7430

დადებითობის მაჩვენებელი კი დღიური – 1,8%-ია.