საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 355 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თებერვლიდან დღემდე 272617-ია. გამოჯანმრთელდა კიდევ 91 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 26634 შეადგინა. ინფექციას ქვეყანაში კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა და COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 3567-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 19737 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12307, PCR ტესტით – 7430
დადებითობის მაჩვენებელი კი დღიური – 1,8%-ია.
