LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა კავშირთან კაპიტულაციას ხელი მოაწერა გერმანიის გენშტაბის უფროსმა კეიტელმა, თუმცა მერე მაინც ჩამოახრჩვეს – ნათელაშვილი

შინაგანად, ყველა, მთელი ოპოზიცია, „ლელოს“ მსგავსად ფიქრობს. ამის შესახებ “ლეიბორისტული” პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ შალვა ნათელაშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით, მოლაპარაკების მაგიდასთან ივანიშვილი უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა ნათელაშვილი ამბობს, რომ შექმნილ გარეომებას ითვალისწინებენ, ამიტომ მისივე თქმით, პრაქტიკულად ყველა პარტია ფიქრობს, რომ თუ წარმომადგენელი არ გამოიცვლება, მოლაპარაკებებს არ ჩაშლიან.

„ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა ჩატარდა, რომელზეც განხილული იქნა სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხები მიმდინარე მღელვარე გაზაფხულისა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ისეთი კარგი შედეგით, როგორიც ჩვენი ხალხის გულებს გაუხარდება. იმავდროულად, ჩვენ განვიხილეთ მოლაპარაკებებზე ხელისუფლების წარმომადგენლის საკითხი, რომელიც, ჩანაწერების თანახმად, მხილებულია ბავშვებზე ძალადობაში.

ხელისუფლებას არ მივცემთ დამატებით საბაბს მოლაპარაკებები ჩაშალოს - რაზე შეჯერდა ოპოზიცია

თუ "ოცნებას" არ უნდა, რომ დამატებით საფრთხე შეექმნას ამ მოლაპარაკებებს, ღარიბაშვილი აღარ უნდა გადააქციონ დამატებით „განხეთქილების ვაშლად“'.

პრაქტიკულად ყველა პარტია იყო ერთ აზრზე, რომ გამოიცვალოს წარმომადგენელი, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ ჩავშლით მოლაპარაკებებს, რადგანაც რეჟიმი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული და ახლა მათთვის მოლაპარაკებების ჩაშლა ნებისმიერი კეთილშობილური მოტივით ხსნა იქნება.

საბჭოთა კავშირთან უსიტყვო კაპიტულაციას ხელი მოაწერა არც მეტი არც ნაკლები გერმანიის გენერალური შტაბის უფროსმა კეიტელმა, რომელიც მილიონობით ადამიანის დახვრეტის ავტორი იყო. მასთან დასხდნენ მოლაპარაკებაზე, მას მოაწერინეს ხელი, თუმცა კეიტელი მერე მაინც ჩამოახრჩვეს“. – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ოპოციაში აცხადბენ, რომ გეგმები უცლელია აქციებთან დაკავშირებითაც.

არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით – გიგა ბოკერია

“გამოძიების არდაწყება პირდაპირ ნიშნავს მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი”- “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა

არ მგონია, საკმარისი საფუძველი არსებობდეს – სარჯველაძე ფარული ჩანაწერების გამოძიებაზე