LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე, უამინდობის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვები მოიხსნა. გზის გარკვეულ ნაწილზე კი ავტოტრანსპორტის გადაადილება კვლავ აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის: 

? შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

?  დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

?  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.