LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მომისმინე ჩემო ძმაო… ოპოზიციაც, რომ არ ვარგა? გვეშველება რამე?” – ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე ვიდეოშარჟს აქვეყნებს

პოლიტიკური პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, Facebook-ზე ვიდეოშარჟს აქვეყნებს.

“ეს ხელისუფლება რაცაა გასაგებია მაგრამ, ეს ოპოზიციაც, რომ არ ვარგა? ამოვიდა ყელში სულ ერთი და იგივე სახეები და “ჯოს” “ჯოს” ძახილი. ეს ამერიკა კიდე რავი… შეშფოთდებიან და ეგაა სულ.  მაგათაც თავის პონტში რაღაც ინტერესები აქვთ რა… ხალხიც არ ვვარგივართ რა, თორე აი შეხედეთ ისრაელს, ეგაა ძმაო ქვეყანა რა. ჩვენ კიდევ ვზივართ და რაღაცას ველოდებით. კაროჩე რა… გვეშველება რამე? ხ**** ზნეტ“,- აცხადებს ჯაფარიძე ვიდეოში.