Marshall-მა სრულად უსადენო ყურსასმენი, Mode II გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ უახლესი მოდელი წყალგაუმტარია. მას 6 მილიმეტრიანი დინამიური დრაივერები აქვს. მისი ერთი დატენვით კი მუსიკის მოსმენას 5 საათი შევძლებთ. ყუთის მეშვეობით ყურსასმენის დატენვა ოთხჯერ იქნება შესაძლებელი, ამიტომ მუსიკის მოსმენა ჯამში 25 საათი იქნება შესაძლებელი.
ყურსასმენების შეძენა უკვე შესაძლებელია, მათი ფასი 179 დოლარს შეადგენს.


