ოპრა უინფრისთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუს დროს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ თითქმის არ ისაუბრეს ქეით მიდლტონზე. არადა მოსალოდნელი იყო, რომ მარკლი კემბრიჯის ჰერცოგინიასთან არსებულ მწვავე დაპირისპირებაზე ისაუბრებდა. ყველასთვის მოულოდნელად, მარკლიმ ქეითი ძალიან დადებითად მოიხსენია და განაცხადა, რომ უსიამოვნო ინციდენტი უმნიშვნელო იყო, რის გამოც მას ქეითმა მოუბოდიშა. ინტერვიუს ეთერში გასვლიდან მალევე ქეითი ისევ ონლაინ გამოჩნდა და ამჯერად 21 წლის ჟასმინ ჰარისონთან გასაუბრება მოაწყო. ამ უკანასკნელმა ოკეანე 70 დღეში გადაკვეთა. ქეითმა ჟასმინს ქალთა დღე მიულოცა და მიღწევებზე ესაუბრა.
ქეითი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა „ბოდენის“ 110 დოლარიან ვარდისფერ ბლუზში, რომელიც „მისომას“ ამავე ფერის საყურეებთან ჰქონდა შეხამებული.


