LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქათმები, ინდაურები და არჩის სათამაშო სახლი – ჰარი და მეგანი უბრალო ცხოვრებამ გაიტაცა

ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ვრცლად ისაუბრეს სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე. ინტერვიუ ღია სივრცეში ჩაიწერა, თუმცა, მისთვის მზადება ბევრად ადრე დაიწყო. გადაღებებზე ოპრა წყვილის სახლსაც ესტუმრა, რომელიც სანტა-ბარბარაში მდებარეობს. მეუღლეებმა წამყვანს საქათმე დაათვალიერებინეს, რომელშიც დღის მანძილზე დიდ დროს ატარებენ. აქა არის პატარას სათამაშო სახლი, საქათმე არჩისთვის, რომელსაც ასევე ჰქვია, „არჩის საქათმე“ და ეს ადგილი პატარა პრინცს ძალიან უყვარს.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ინტერვიუში ყვებიან, რომ უბრალო ცხოვრება ძალიან მოსწონთ და თავს ბედნიერად გრძნობენ. ფოტოზე ჩანს ქათმები, ინდაურები და თავად ჰარი და მეგანი სამუშაო ფორმებში.