LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

ე.წ. კომენდანტის საათის და ხელისუფლების მიერ დაწესებული ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება.

აქტივისტები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ქალაქის რამდენიმე წერტილიდან მსვლელობა მოაწყვეს.

ვაკის პარკთან შეიკრიბნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები და მხარდამჭერები; მოძრაობა „სირცხვილია“ და სხვადასხვა ორგანიზაციები – საბურთალოზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, „ლელოსა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კი, თსუ-სთან.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ე.წ. კომენდანტის საათს დაარღვევენ.