LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოს მორიგი სარჩელით მიმართა: ის ბასილაშვილისთვის ალიმენტის სახით წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვს

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.

სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილია.

დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს.

საუბარია წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარზე, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

“პირველ რიგში განვმარტავთ, რომ არანაირი ახალი სარჩელი არ არსებობს. უკვე ერთი წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ორი სარჩელი, ლუკას ბასილაშვილის ჩუქების ხელშეკრულების აღიარების შესახებ და ნელი დოროყაშვილის სარჩელი – ლუკას ბასილაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

მიმდინარე წლის მარტში შევიტანეთ დაზუსტებული სარჩელები (და არა ახალი) ამ ორ საქმეზე.

ალიმენტის საქმეზე დაზუსტებული სარჩელით შემცირდა მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა, სადაც საუბარია ბავშვის ხარჯების ნახევრის დაფარვაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან. უცნაური გარემოებაა, როდესაც მხოლოდ 1 მშობელი ფარავს ბავშვის მთლიან ხარჯებს, ამ შემთხვევაში დედა ნელი დოროყაშვილი ხოლო მამა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ფაქტიურად უარს აცხადებს ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და გამოდის რომ სურს ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუარესება და მხოლოდ მინიმალურო ყველაზე ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება. რეალურად ნელი დოროყაშვილი ითხოვს საერთო შვილის ხარჯების შუაზე გაყოფას ხოლო მოპასუხე მხარე ამას სადავოს ხდის. ესეიგი თუ დედა შვილს ყველაფერს უკეთებს და არაფერს აკლებს მამამ ყველა პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას ბავშვზე?!

სასამართლოში წარვადგინეთ ამ მოთხოვნის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, მათ შორის იმისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წლის მარტიდან საერთოდ არანაირი თანხა არ აქვს შვილის სასარგებლოდ გადახდილი. წელიწადზე მეტია საერთოდ არ დაინტერესებულა შვილის ცხოვრების ხარისხით ბატონი ნიკოლოზი,” – ამბობს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი.