“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია “ტვ პირველთან” სატელეფონო ინტერვიუში მოლაპარაკებების პროცესზე საუბრობს.
მელია მიიჩნევს, რომ არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება.
“მგონი, ეს დღეს ბავშვსაც კი ესმის ამ ქვეყანაში. ოპოზიციის ბრძოლა არ არის ბრძოლა ბრძოლისთვის, ეს არის სახელმწიფოს სასარგებლოდ, შედეგზე გათვლილი ბრძოლა. ამიტომ, აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერაში, რომელშიც არ იქნება მთავარი – ახალი არჩევნები, რომელიც კრიზისს დაძლევს, ან არჩევნებამდე მისასვლელი სხვა, ნებისმიერი გზა”.- აცხადებს ნიკა მელია.
რაც შეეხება გირაოს გადახდას, როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, მას თავისუფლებისთვის გამოსასყიდს სთხოვენ.
„ფართოდ მეღიმება, როდესაც ვიღაც ამბობს „გირაო გადაიხადოს“. გირაოს გადახდის ფორმალური მოთხოვნა აღარ არსებობს, გირაოს ამბავი წარსულს ჩაბარდა, პატიმრობა მაქვს შეფარდებული, ეს ვერ გაიგეს ამდენი ხანია. გირაოს კი არ ითხოვენ, ხარკსაც კი არ ითხოვენ, კლასიკური გაგებით გამოსასყიდს მთხოვენ თავისუფლებისთვის, ვხალისობ ასეთ ვითარებაზე. რა გამოსასყიდი გადავიხადო?! გამოსასყიდი კი არა, უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად“, – აცხდებს ნიკა მელია.
