LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ავტომობილით გომის მთისკენ გადაადგილდებოდა, გზიდან ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.