LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალმა კინოში გადაღებების უფლება მისცა –  მეგან მარკლს მორიგ ტყუილში ადანაშაულებენ

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ბრიტანელი ჟურნალისტი და პრინცესა დაიანას ბიოგრაფიული წიგნის ავტორი ენდრიუ მორტონი წყვილს ტყუილში ამხელს. ის ამბობს, რომ ქორწილის პირველი თვეები ჰარისა და მეგანისთვის აუტანელი არ ყოფილა. მეტიც, მორტონის თქმით, დედოფალმა მეგანს შესთავაზა სამეფო ოჯახში ცხოვრებისას, აქტიურად გაეგრძელებინა მუშაობა კინოში. ჟურნალისტის თქმით, მეგანმა უარი თავად განაცხადა. მეტიც, წყვილს ჰქონდა შესაძლებლობა ემოგზაურა მსოფლიოს მასშტაბით და უარი ეთქვა ამა თუ იმ ორგანიზაციის პატრონაჟზე.

მორტონმა მტკნარი სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მეგანსა და მის დედას სახლიდან გამოსვლა აკრძალული ჰქონდათ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მეგანი გამუდმებით ხვდებოდა მეგობრებს, დადიოდა კლუბებსა და რესტორნებში და ხშირად ჩნდებოდა მარკეტებშიც, კენსინგტონის სასახლის მახლობლად.