LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადვიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის “კოვიდ 19″-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პრემიერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

აღნიშნული ფოტო, რომელიც 3 აპრილს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, ფოლკლორისტ ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზეა გადაღებული.