LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ პოსტპანდემიურ პერიოდში პირველ საერთაშორისო მედიატურს უმასპინძლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში აზერბაიჯანიდან პირველი მედიატური გამართა. პრესტური ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ჩატარდა.   

აზერბაიჯანის მაღალრეიტინგული გამოცემების: Qazet.az, Zerkalo, The Most ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, მცხეთას, ქუთაისს, წყალტუბოს, მარტვილს, სენაკსა და შეკვეთილს ეწვივნენ. ერთკვირიანი ტურის ფარგლებში, უცხოელმა ჟურნალისტებმა პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი, მარტვილის კანიონი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, მცხეთაში არმაზის ციხე ბაგინეთი და ჯვრის მონასტერი მოინახულეს. ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები და ვიდეობლოგები მომზადდება.

Qazet.az- თვეში მილიონამდე, ხოლო Zerkalo.Az-ს 2 მილიონიდან 5 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2019 წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან ყველაზე ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, აზერბაიჯანიდან საქართველოში 1 526 619  საერთაშორისო ვიზიტი შედგა.