LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე ტალღა ჩვენკენ მოექანება: შალვა პაპუაშვილი

“ეს მესამე ტალღა ჩვენკენ მოექანება და ჩვენკენაც არ არის გამორიცხული, იმ შემთხვევაში, თუ ყველა შეზღუდვა არ იქნება დაცული, ეს მესამე ტალღა მოვიდეს და შემდეგ უკვე ყველა დაიწყებს ვაი-ვიშვიშს”, – აღნიშნული განცხადება ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

უმრავლესობის წევრი ოპოზიციონერ დეპუტატებს კორონავირუსის გავრცელებაში ნაწილობრივ ადანაშაულებს და ამბობს, რომ ოპოზიცია პანდემიას არასერიოზულად უყურებს, რაც 15 მაისს დაგეგმილ აქციაში გამოიხატება.

დადებითობის მაჩვენებელი 3.65 %-მდე გაიზარდა, თბილისში 463 შემთხვევა დაფიქსირდა – რა ხდება რეგიონებში, როცა ქვეყანა მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 12 846 ადამიანი

“ჩვენი ოპონენტების სიტყვა არ დაიჯერება. ისინი ტყუილს ტყუილზე ამატებენ. რაც შეეხება პანდემიას – მათი დამოკიდებულება პანდემიის სერიოზულობისადმი ცნობილია, მათ შორის, 15 მაისს დაგეგმილი მიტინგიდან გამომდინარე. ამ პროცესში ვნახეთ საპროტესტო აქციები და ა.შ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას”. – ამბობს პაპუაშვილი.

ოპოზიცია “15 მაისის შტაბს” ქმნის: ნინო ბურაჯანაძე

“გაიმართება არაერთი აქცია, ჩავალთ ყველგან!” – ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებს

ვგეგმავთ აქციას 15 მაისს და ვიწყებთ მზადებას ამ აქციისთვის: სალომე სამადაშვილი