LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით სოფელ კაბალში მოხდა.

რესტორანში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღით მეპატრონის შვილს მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა.

ახალგაზრდა კაცი მიყენებული დაზიანებებით, ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ოპერაცია უტარდება. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 117-ე  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მამაკაცი დაჭრეს