LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 12 846 ადამიანი

საქართველოში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, სულ აცრილია 12 846 მოქალაქე. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვაქცინა 1 214-მა ადამიანმა გაიკეთა.

ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

იმუნიზაციის პროგრამაში თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომელთაც მოყვა 65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა. 5 აპრილიდან კი ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ პირები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანარგილი ადამიანები ჩაერთნენ.

მიმდინარე ეპიდემიური მონაცემები საქართველოში დღეს ასე გამოიყურება:

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 897 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 196 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.