“ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მოინახულა.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ნიკა მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ამასთან, ის ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც.
“მინდა ორ თემაზე ვესაუბრო” – მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება
“ნიკა არის მხნედ, ჯანმრთელად. ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალული, იგი პრინციპულად იზიარებს იმას, რომ ევროკავშირის გირაო არის მართლაც უპრეცედენტო რამ, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის. ალბათ, უახლოეს დღეებში თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. ამ იდეას პრინციპულად ეთანხმება. სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს გირაოს, რომ შემდეგ “ოცნებამ” დაამადლოს, რომ დაეთანხმა გირაოს. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ეს არ შეეხოს ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს, რისთვისაც ის ამდენი ხანია ციხეშია”,- განაცხადა ხაზარაძემ.
