ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ პაციენტს კორონავირუსი 23 აპრილს დაუდასტურდა და ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
„გარდაცვლილია 55 წლის ქალი. რომელსაც თავიდან აღენიშნებოდა რამოდენიმე დღიანი ცხელების ანამნეზი. 23 აპრილს, დაუდასტურდა კოვიდინფექცია. 24აპრილს მოთავსდა ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში. 26 აპრილს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები.
პაციენტი ბოლო 3 დღე იყო უსიმპტომო. შესაბამისად, გუშინ საღამოს 21.30 სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად სიმპტომების გარეშე..
დილით, 12:00 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ფაქტის შესწავლა და გარდაცვალების მიზეზის დადგენა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
