“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას ხვდება.
როგორც ხაზარაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, მელიასთან 2 საკითხის განსახილველად მივიდა.
“დღეს ვხვდები ნიკა მელიას და მინდა ორ თემაზე ვესაუბრო. პირველი ეხება იმას, რომ უნიკალური შანსია ევროკავშირის ფონდის გამოყენება. ეს არ არის რაიმის აღიარება. ეს არის “ქართულ ოცნებაზე” სილის გალაწუნება, იმიტომ რომ ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. ეს ფაქტი უნდა იყოს გამოყენებული. ასევე ვცადეთ თავდებობის ალტერნატივა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ეს არ მიიღო. ამიტომ ერთადერთი ვარიანტია დარჩენილი, რომ ნიკა მელია გირაოთი გამოვიდეს. მეორე საკითხია, რომ “ლელო” შევიდა ინიციატივით შეიქმნას საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, რომელიც სრულად გამოიძიებს 20 ივნისის ფაქტებს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ამნისტიაზე საუბარი და მისი განხორციელება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ რა დააშავა. ამის შემდეგ უნდა მოხდეს მართლა შერიგება და „გადატვირთვა“ და იმ რეფორმების გატარება, რომელიც დოკუმენტის პუნქტებში გვიწერია. დაველაპარაკები, პირველ რიგში ადამიანურად მინდა, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ და იბრძოლოს გარეთ”,- განაცხადა ხაზარაძემ.
