LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უხვმა ნალექმა ჩამოიტანა ნაგავი, სადაც წყალი უნდა ჩასულიყო, დახურული იყო პოლიეთილენის პარკებით და ქვა-ღორღით” – კახა კალაძე

გუშინ თბილისში, დიდ დიღომში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

დაიტბორა გზები, წყალმა სახლების პირველი სართულებიც დატბორა.

არასდროს დაგვიტოვებია დედაქალაქის მოსახლეობა პრობლემების პირისპირ და არც ახლა დავტოვებთ: კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა განმარტა, რატომ შეექმნა სანიაღვრე სისტემას პრობლემა.

კახა კალაძის განცხადებით, უხვმა ნალექმა ჩამოიტანა ნაგავი, სადაც წყალი უნდა გასულიყო დახურული იყო პოლიეთილენის პარკებით და ქვა-ღორღით.

„პრობლემები ძირითადად იყო საბურთალოს რაიონში, კერძოდ, დიდ დიღომში და სოფელ დიღომში. კერძო სახლები დაიტბორა. მძიმე სიტუაცია იყო იმ თვალსაზრისით, რომ უხვი ნალექი მოვიდა, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადამიანებს. მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით. ბევრი ზარი შემოვიდა და რა თქმა უნდა, არცერთი ზარი არ რჩება რეაგირების გარეშე. ახლაც მიმდინარეობს შეხვედრები.

ადგილზე არსებულ სანიაღვრე სისტემას შეექმნა პრობლემები, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ უხვმა ნალექმა ჩამოიტანა ნაგავი, რომელმაც გატარების თვალსაზრისით სანიაღვრე სისტემას პრობლემა შეუქმნა. პრობლემები შეიქმნა იმის გამო, რომ სადაც წყალი უნდა ჩასულიყო, დახურული იყო პოლიეთილენის პარკებით და ქვა-ღორღით“,- განაცხადა კალაძემ.

“სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელ უხვ ნალექს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია, იგივე მდგომარეობა გვაქვს” – ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ ზონაზე