იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გადმოსული ღვთაებრივი ცეცხლი უკვე საქართველოშია.
ის თბილისის აეროპორტში სპეციალურმა სამკაციანმა ჯგუფმა ჩამოაბრძანა.
“ცეცხლს 21:30 საათისათვის მიაბრძანებენ საქართველოს საპატრიარქოში, საიდანაც შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიებში“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება მართლმადიდებლურ ტაძრებში 23:00 საათზე დაიწყება.
