ბოლო პერიოდში ვარსკვლავებში ტრენდად იქცა მაკიაჟის გარეშე გამოჩენა. ზოგი უმაკიაჟოდაც საოცრად გამოიყურება, თუმცა მათ რიცხვში 49 წლის ჯენიფერ გარნერი ნამდვილად არ შედის.
ჯენიფერ ლოპესის იდეალური პრესი და სელფი მაკიაჟის გარეშე (ფოტო)
ცოტა ხნის წინ გარნერმა ფოტო გაავრცელა სადაც მაკიაჟის გარეშე პოზირებს.
„აი კამერას რატომ არ ვრთავ ხოლმე“, – ასე დაასათაურა ფოტო მსახიობმა, სადაც თმა აჩეჩილი აქვს და ცოტა არ იყოს უჩვეულოდაც გამოიყურება.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინტერნეტსივრცეში გარნერის ყოფილი ქმრის, ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ფარული შეხვედრის კადრები გავრცელდა.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთად გამოიჭრეს – პაპარაცული ფოტოები
ცნობისთვის, ჯენიფერს აფლეკთან სამი შვილი ჰყავს. წყვილი 2005 წელს დაქორწინდა, მათმა ქორწინებამ 10 წელს გასტანა. ბენთან განქორწინების შემდეგ ჯენიფერი ჯონ მილერს ხვდებოდა, თუმცა მათი ურთიერთობა 2 წელი გაგრძელდა.
„რატომ უნდა გავთხოვდე ისევ და გავირთულო ცხოვრება?!“ – ჯენიფერ გარნერი People-ის გარეკანზე


