LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი აკრძალა

რუსეთმა წიწიბურას საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა.

მთავრობის განკარგულების თანახმად, რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტი 2021 წლის 5 ივნისიდან აიკრძალება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.

როგორც BBC წერს, გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.