LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაცნობის საიტზე ბენ აფლეკს უარი უთხრეს – მსახიობმა ეს ვერ აიტანა და გოგონას ვიდეო გაუგზავნა

ყოფილი ცოლი, ყოფილი საცოლე და ყოფილი შეყვარებული – ბენ აფლეკი ქალბატონების გულთამპყრობელია მსახიობადაა აღიარებული. სულ ცოტა ხნის წინ 48 წლის ბენი ანა დე არმასს დაშორდა, ახლახანს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის კვლავ ჯენიფერ ლოპესს ხვდება.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთად გამოიჭრეს – პაპარაცული ფოტოები

ფოტო: თუკი ანა დე არმასი არ შეურიგდება, ბენ აფლეკი ქალებზე სამუდამოდ უარს იტყვის – ახალი დეტალები

როგორც ჩანს, მას მაინც აქვს დრო გაცნობის საიტებს ეწვიოს და ლამაზი გოგონები გაიცნოს. ახლახანს აპლიკაცია Raya-ის თვალიერებისას გოგონამ, სახელად ნევინ ჯეიმ  ბენ აფლეკი დაიმატა, თუმცა მალევე ეჭვებმა შეიპყრო და იფიქრა, რომ ის შესაძლოა ბენ აფლეკი არ ყოფილიყო და  მას ე.წ  unmatch გაუკეთა.

ბენს ლამაზმანისგან აღნიშნული ქმედება ეწყინა და მას „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ ის ნამდვილად ბენ აფლეკია.

„ნევინ, რატომ დამა-unmatch-ე? ეს მე ვარ!“ – ამბობს ვიდეოში ბენ აფლეკი.

აღნიშნული ვიდეო გოგონამ ტიკ ტოკზე განათავსა, მან პოპულარობა მალევე მოიპოვა.