“სუხიშვილები” აქტიურად ემზადებიან მერსედეს ბენცის მოდის კვირეულისთვის, რომელიც თბილისში 6 მაისს გაიხსნება.
მათ შორის, ვინც მოდის კვირეულზე ახალ კოლექციას წარმოადგენს, ბრენდი “დალოოდია”, რომლის კრეატიული დირექტორი დიზაინერი მაკა კვიციანია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ორი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მართავენ რეპეტიციას სუხიშვილები ილიკო სუხიშვილის მითითებებით იმისთვის, რომ ახალი ქორეოგრაფიული ნომერი “დალოოდის” ჩვენებაზე წარადგინონ.
ფოტო: ზუკა ფირცხალაიშვილი
