“ლელო“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ვითარების დეესკალაციისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება ოპოზიციის ბრძოლის შედეგია, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით მიაღწიეს.
„მინდა მივულოცო ნიკა მელიას თანაპარტიელებს მისი ოჯახის წევრებს, მისი გათავისუფლება და იმედი მაქვს, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ დაიწყება პოლიტიკური დევნის დასრულება ამ ქვეყანაში და ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა ყველა ღონე გამოიყენეს, რომ ის გათავისუფლებულიყო საპატიმროდან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
