ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე დღეს სროლა იყო.
ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუხსნეს, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. სროლის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიჭრა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ცეცხლი მოძრავი მანქანიდან მეორე ავტომობილში მყოფი პირის მიმართ განხორციელდა. მათივე განცხადებით, იყო რამდენიმე გასროლა.
როგორც „ფოტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
