LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სალომე ჭაჭუა რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებას ეუფლება, თუმცა ცხოვრებაში ჯერ არ გამოუყენებია

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა არაჩვეულებრივ ფორმაშია. ცოტა ხნის წინ ისტაგრამზე ვიდეო გააზიარა, სადაც მისი მორიგი ფოტოსესიაა ასახული.

ვიდეოს ინტაგრამზე უამრავი მოწონება აქვს. სალომეს ცეკვის ნიჭით აღფრთოვანებულები წერენ, რომ მას შესაშური ნებისყოფა აქვს, სულ ვარჯიშობს და შედეგიც ყოველთვის სახეზეა.

ცოტა ხნის წინ მოცევავემ ისაუბრა, რომ მისი ერთ-ერთი ჰობია ტაეკვანდო.

მისი თქმით, ტაეკვანდოთი დაახლოებით სამი წლის წინ დაინტერესდა, იყო პერიოდი, როდესაც მოცეკვავე კრივითაც იყო დაინტერესებული.

მოცეკვავე ამბობს, რომ არ გამოუყენებია საბრძოლო ილეთების ცოდნა ცხოვრებაში, მაგრამ მეგობრები სულ ეხუმრებიან და ეცოდებათ ის, ვისაც მისი ფეხი მოხვდება.