რუსთავში, საწარმო “აზოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, არხში 50 წლამდე კაცი ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი არხის ტერიტორიაზე სათევზაოდ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.
