ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე დაბრუნების შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება სოციალურ ქსელში.
“ყველაზე მეტად იმაზე ვიცინი,შარშან, გახარიას ინტერვიუს მერე,მე რომ მაგინებდნენ და უშვერი სიტყვებით მამკობდნენ, ის ხალხი რომ მიადგა და აგინებს ახლა ყოფილ პრემიერს?. მაშინ ღმერთი რომ იყო მათთვის გიორგი გახარია და ახლა რომ გახდა მტერი და მოღალატე?.
ამიტომ მიყვარს ჩემი პროფესია, აკეთე შენი საქმე და ვინ რა ნაგავს დაგაყრის თავზე,დაიკიდე)))))))) მერე დრო სასაცილოებს ხდის ნაგვის დამყრელებს?)))))) p.s- ეხლა აღარ მოგწონთ გახარია?))))) თქვე საყვარლებო თქვენა !))”- წერს ინგა გრიგოლია.
ცნობისთვის, დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური გაერთიანება – “საქართველოსთვის” ფუძნდება.
