დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მისივე განცხადებაზე კრიტიკას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ზღვაში ბანაობის დროს პირბადე არ უნდა გეკეთოს, მაგრამ ხალხმრავალ ადგილზე მისი გამოყენება აუცილებელია.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, კრიტიკის მიუხედავად, ის მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ სულ მოუწოდებს.
„ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს. მე სულ უნდა მოვუწოდო მოსახლეობას. ბათუმის ბულვარზე გამაკრიტიკეს. კარგით, მე ამას ავიტან, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ვიდრე 30-40% არ აიცრება, პირბადე ღია სივრცეებში დაგვჭირდება“,-აღნიშნავს გამყრელიძე.
ქვეყანაში კორონავირუსის 3 მლნ 200 ათასზე მეტი ვაქცინის დოზა შემოვა: გამყრელიძე
საქართველო ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს: გამყრელიძე
