დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზუგდიდშია. ამირან გამყრელიძე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ადგილობრივ კლინიკებში ეცნობა. ის ენგურის ხიდზეც იმყოფებოდა, სადაც ტესტირებისთვის განკუთვნილი ობიექტები დაათვალიერა.
მისი ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსული 11 ათასი ადამიანიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 44-ს.
ამასთან, გამყრელიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან „სერიოზული დიალოგი აქვთ“.
„გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება რუტინული ვაქცინების, კოვიდტესტების მიწოდებაზე. ჩვენ შევთავაზეთ მათ კოვიდვაქცინებიც. ეს არის მთავარი ღერძი, რაც გვაკავშირებს მათთან და ეს უფრო გაფართოვდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ქვეყანაში კორონავირუსის 3 მლნ 200 ათასზე მეტი ვაქცინის დოზა შემოვა: გამყრელიძე
საქართველო ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს: გამყრელიძე
