საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა.
„გასამდა! ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და რევაზ გაბრიაძე… ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა – მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური სამყარო აღარ იქნება ისეთი მრავალფეროვანი! გავღარიბდით, დავობლდით!“- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი რეზო გაბრიაძე გუშინ გარდაიცვალა.
