LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი შეაჩერა

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი შეაჩერა, უფრო კონკრეტულად კი 5 ივნისიდან ძალაში შევიდა რუსეთის მთავრობის განკარგულება, რომლის თანახმადაც 31 აგვისტოს ჩათვლით რუსეთიდან წიწიბურას მარცვლეულის ექსპორტი აიკრძალა.

წიწიბურასა და წიწიბურას ბურღულის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის ინიციატივით რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოვიდა. მიზეზად კი შიდა ბაზარზე წიწიბურასა და წიწიბურას ბურღულეულის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება დასახელდა.

შეგახსენებთ, საქართველოში წიწიბურას 90%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის, თუმცა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ რუსეთის მიერ წიწიბურის ექსპროტის დროებითი შეჩერება საქართველოს ბაზარზე არ აისახება.