LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძაღლი გაუგდიათ და უშვერი სიტყვებითაც გამომლანძღეს“ – თიკა ჯამბურია წერს, რომ 26 მაისის ცერემონიის გმირი ცუგა მიწისქვეშა გადასასვლელიდან გააგდეს

წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს უსაყვარლესი ცუგა „მოკლე” სტუმრობდა.

ძაღლი ცერემონიაზე შემთხვევით აღმოჩნდა და სოციალურ ქსელში ბევრი დადებითი ემოციაც გამოიწვია.

ძაღლთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს მომღერალი თიკა ჯამბურია და აღნიშნავს, რომ ის რუსთაველის გამზირიდან გააგდეს.

,,აი ამ უსაყვარლეს ცუგას, რომელიც პოპულარული გახდა 26 მაისის შემდეგ, ერთმა უსაყვარლესმა ბიჭმა საჩუქრად გამოუგზავნა ლოგინი, რომელიც დავუდგით თავისუფლების მოედანზე გადასასვლელში, კუთხეში ისეთ ადგილას, სადაც მაღაზიებს და გამვლელებს ხელს არ შეუშლიდა. მოკლედ დღეს ჩავედი და აღმოჩნდა, რომ დაცვის უფროსს ბატონ რობერტს აწუხებდა ეს ლოგინი და მეტიც იქ მომუშავე ადამიანებსაც, რომელთა მაღაზიებიდან საკმაოდ მოშორებით იდგა ეს ლოგინი ხო და აუღიათ იმიტომ, რომ თურმე ეს მათი საკუთარი ტერიტორიაა და ბალიშის ხელა პატარა ლოგინი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სრულიად მოშორებით მოვათავსე ხალხისგან და მაღაზიებისგან, მიუღებელია თურმე, ხოდა ეს ძაღლიც გაუგდიათ და უშვერი სიტყვებით გამომლანძღეს კიდევაც. მერე იტყვით, რომ ჩვენ ცუდი თაობა ვართ და სიყვარული და ურთიერთობის არაფერი არ გაგვეგება… არა და პირიქითაა ძვირფასო უფროსებო… ეს ცუგაა დგას ახლა წვიმაში კიბეებთან იმის შიშით, რომ კიდევ ვინმე გამოაგდებს“-წერს თიკა ჯამბურია.